ვაქცინაციის პროცესი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ოთხი ამცრელი ამბულატორია დაემატა – ვაქცინაციის პუნქტები ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში მოეწყო. მოქალაქეებს ადგილზე ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით შეეძლება. ყველა ამცრელი ბრიგადა უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.

სოფლის ამბულატორიებში აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.