ვაქცინაციის პროცესი კახეთში

კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად, მობილური ამცრელი ჯგუფები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში –  გომბორსა და უჯარმაში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელეს.

ვაქცინაციის ტემპი საქართველოში ბოლო პერიოდში თითქმის ორჯერ გაიზარდა. გუშინ ქვეყანაში 10 179 მოქალაქე აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 992 374 ადამიანი – რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ია. დღის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 145 233 აცრა.