ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

აჭარაში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მსურველები „სინოვაკით“ ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე, ვაქცინას ცნობადი სახეები გაიკეთებენ. წინასწარი გათვლებით, ივლისიდან რეგიონში დღიურად 2500-მდე ადამიანი უნდა აიცრას.