ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

აჭარაში დღეის მდგომარეობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 389 ექიმმა გაიკეთა. დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 20 მედიკოსი აიცრება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, დღეს დასვენების დღეა და ქობულეთის ამცრელი კაბინეტი არ იმუშავებს, სხვა მუნიციპალიტეტებში კი მედიკოსების მხრიდან მიმართვიანობა ჯერ კიდევ არ არის. აჭარაში სულ 3 980 ვაქცინაა შეტანილი.