ვაქცინაციის პროცესი

ინფიცირების 422 ახალი დადასტურებული შემთხვევა, რვა გარდაცვლილი და 1.82 % დადებითობის დღიური მაჩვენებელი – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში. ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, 23 169 კვლევა ჩატარდა.

პარალელურად, გრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით. 3 674 მედიკოსი უკვე აცრილია. ვაქცინაციას გადამზადებული ბრიგადები საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით ატარებენ.

რა წესების დაცვა უწევთ ექიმებსა და პაციენტებს და როგორია პროცედურები, თათია ტაბეშაძე მოგვიყვება.