ვაქცინაციის პროცესი

რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დღეს ეკონომიკის მინისტრი დაესწრო. ნათია თურნავა თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ ჯანმრთელობა უსურვა. ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, ეხმარება ბიზნესს, მათ შორის, სამრეწველო საწარმოებს, რათა მათ შეძლონ მსურველ თანამშრომელთა ორგანიზებული ვაქცინაცია. „ქართული ტექსტილის“ თანამშრომლები დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.