ვაქცინაციის პროცესი

სინოვაკის“ როგორც პირველ, ისე მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი განახლდა. დილიდან აცრა გაიკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილმაც. სპეციალისტები ჩინური პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე საუბრობენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოვაკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიანიჭა. აცრა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის ნებადართული. კეთდება ორი დოზა – 14-28 დღის შუალედით. „სინოვაკის“ პირველი დოზით საქართველოში ჩვიდმეტი ათასზე მეტი მოქალაქეა უკვე აცრილი.

დატოვე კომენტარი