ვაქცინაციის მარათონი ჩაქვში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაბა ჩაქვში იმუნიზაციის პროცესს გაეცნო. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანიაც აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივებთან შეხვედრებიც გაიმართა. მინისტრის თქმით, აცრის მსურველთა რაოდენობა დაბალია და ყოველდღიურად 500-მდე პირის ვაქცინაცია ხდება. იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა შედარებით მაღალია ბათუმში.