ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

ამ წუთებში „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია იწყება, უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.

სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში გუშინ შემოვიდა. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციისთვის მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული აქვს ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა.

ჩინური წარმოების „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული. რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, stopcov.ge-ზე ინფორმაცია ამ დრომდე არ განახლებულა.