ვაკეში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

სროლა აბაშიძის ქუჩაზე. რამდენიმე წუთის წინ ვაკეში შუახნის მამაკაცი დაჭრეს.

საპატრულო პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 30 წლამდე მამაკაცმა გახსნა. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით.