ვადაგასული მედიკამენტი

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პირების სამკურნალოდ გამოყოფილი ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარი 560 მილიონი ლარის ღირებულების პრეპარატები პაციენტებმა ვერ გამოიყენეს. ოპოზიცია მიზეზად გაუმართავ მენეჯმენტს ასახელებს.

როგორია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია, ამას თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.