უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა

ფინანსთა სამინისტროში შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მიზნების განხილვა და შეთანხმება. აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება საჯარო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.