უსინათლოთა კავშირის 100 წლის იუბილე 

12:27, 14.11.2026

საქართველოს უსინათლოთა კავშირმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე მოეწყო ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნებისა და ჟურნალების, აგრეთვე აუდიოდისკების გამოფენა. საიუბილეო საღამოს გაიმართა უსინათლოთა კავშირის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა.

მსგავსი