საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტის ძირითადი ამოცანა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში. კორეის ცენტრალური ბანკისა და საფინანსო სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტის დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებთან.