უკრაინის საგარეო უწყების განცხადება 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჰუმანიტარული სიტუაცია უწყების მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო უწყება აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე. „უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება.

შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს. ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად,“- ნათქვამია განცხადებაში.

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში