უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში შეშფოთებულები არიან საქართველოში, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. „უკრაინული მხარე ანახლებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარებით, კერძოდ, გადაიყვანონ ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად“. პარალელურად, საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.