უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა

მორიგ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთი პასუხს აგებს მის დანაშაულებზე, მათ შორის უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე, როგორც სამართლებრივად, ასევე ბრძოლის ველზე“. მისივე თქმით, „უკრაინა აგრძელებს „აზოვსტალიდან“ ხალხის გადასარჩენად მოლაპარაკებებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო. 4 მაისს, მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. პრეზიდენტმა ასევე მიუსამძიმრა იზიუმთან დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის, ალექსანდრ მახოვის ოჯახს.