უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას, სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა, შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ნაბიჯების კოორდინაცია იყო. საუბარი შედგა ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რომელმაც ზელენსკის ახალი თავდაცვითი დახმარების პაკეტის შესახებ პირადად აცნობა.