უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა - ომის 251-ე დღე

„რუსეთს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის სურვილს, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას ვერც არმიით და ვერც ტერორით“,- ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში წყლისა და ენერგომომარაგების აღსადგენად და უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინული ენერგო, ობიექტების წინააღმდეგ ტერორი და რუსეთის მცდელობა, გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი, არის აშკარა მტკიცებულებები, რომ რუსეთი მომავალშიც დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებას. ამიტომ რუსეთის ადგილი არ არის გაერო-ს უშიშროების საბჭოში და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.