უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და თქვა, რომ უკრაინაში უკვე 14 ათასზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ტერორი, რაც ოკუპანტებმა მარიუპოლს გაუკეთეს და რომელიც საზოგადოებას საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრება.