უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღიურად საუბრობენ ვიდეოფორმატში. მისივე ინფორმაციით, სწორედ მოლაპარაკებების წყალობით, გასულ დღეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან 5 550 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ექვს დღეში კი 130 ათასზე მეტი ადამიანია გაყვანილი. უკრაინის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მარიუპოლამდე ჰუმანიტარული დერეფანი კვლავ დაკეტილი რჩება.