უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 250-მდე რუსული ვერტმფრენი. ზელენსკის განცხადებით, გრძელდება აქტიური მოქმედებები სხვა მიმართულებითაც. პრეზიდენტის ინფორმაციით, ახლა სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებებზე. მან უკრაინელ მებრძოლებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა.