უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგები შეაჯამა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, 24 თებერვალს არსებულ სიტუაციას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა, ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო ფორმატზეც, ასევე გერმანია-უკრაინის ფორუმსა და ისრაელის მიმართვაზე. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, რომელიც, მისი თქმით, ნამდვილად ზრუნავს გაერო-ს ქარტიისა და გლობალური უსაფრთხოების დაცვაზე.