უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„რუსეთმა დაკარგა წონა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქიდან აგროვებდა და აუცილებლად მოექცევიან, როგორც საერთაშორისო დამნაშავეს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმებს ელექტროსადგურებზე, უკრაინის ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს და ახლა მსოფლიოში ყველამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.