უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

12:23, 20.10.2022

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის სამიტზე პარტნიორებს მიმართავს და ენერგეტიკულ გამოწვევებზე ისაუბრებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, შეზღუდონ მძლავრი ელექტროსისტემების გამოყენება და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მამაკაცებს ურჩია, თავი აარიდონ რუსულ მობილიზაციას. უკრაინის პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან საუბარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მასთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, უსაფრთხოების და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა.

 

მსგავსი