უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„რაც ნაკლები ტერორისტული შესაძლებლობები ექნება რუსეთს, მით მალე დასრულდება ომი“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მან კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, „შაჰიდებით“ თავდასხმას კიევში სულ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი თვის ორსული ქალი. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო მარცხის გადაფარვას ტერორით ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე, ევროპასა და მთელ მსოფლიოზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია პიკურ პერიოდში.