უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ „უკრაინა დაბრუნდება“. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მისი თქმით, „უკრაინა იბრუნებს იმას, რაც მას კანონით ეკუთვნის“. პრეზიდენტის თქმით, „რამდენ ხანს გასტანს ომი, ამის პასუხი მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარეობს. ჩვენ ვალდებული ვართ, გავაძევოთ ოკუპანტები და უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაციის ვადები.