უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ „ესოშიეთიდ პრესთან“

„უკრაინელებს სურთ ომის დასრულება, მაგრამ მშვიდობა ნებისმიერი პირობებით მათ არ დააკმაყოფილებთ“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული ზოგიერთი სახის იარაღი ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. კითხვაზე, მიიღო თუ არა უკრაინამ იმდენი შეიარაღება, რომ ომში ცვლილებები შეიტანოს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ჯერ არა.“ პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე ყველა მიმართულებით.