უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადაჰყავთ

უხანში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე ამ წუთებში თურქეთში გადაჰყავთ. ისინი ჩინეთიდან გამთენიისას სამხედრო თვითმფრინავით წაიყვანეს. ჩვენს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანენ, სადაც ისინი ორკვირიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის მონაცემებით, არცერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.

ამავე დროს, უხანში რჩება საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე. მათგან ერთი ქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს. დანარჩენებს კი მათი საბოლოო თანხმობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დღის განმვლობაში, საფრანგეთში გადაიყვანენ.