უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება

უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა. დიპლომატი ამბობს, რომ პროცესი საერთაშორისო ნორმებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების დაცვით უნდა წარიმართოს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე ინფიცირებული არ არის.  „მოამბე“ კარანტინის ზონაში მყოფ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ზომებს და ამ ეტაპზე ყველა ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.