უხანიდან ​ევაკუირებული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ

საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში განხორციელდა, უკვე სამშობლოში არიან. არც ერთ მათგანს, ანკარაში ჩატარებული გამოკვლევებით, კორონავირუსი არ გამოუვლინდა და თავს კარგად გრძნობენ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეებიც ჩინეთიდან სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით წამოიყვანეს. ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი მათ ანკარაში, ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარეს. მოქალაქეებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ  და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იყვნენ.

თურქეთში საკარანტინო პერიოდში სულ საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან თბილისში ორი დაბრუნდა, ერთი კი საკუთარი სურვილით, ბაქოში გაემგზავრა.

დატოვე კომენტარი