უილსონისა და კოენის კანონპროექტი დარეგისტრირდა

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი.

კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. საკანონმდებლო პაკეტი წარდგენილია და ის განსახილველად საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს გადაეგზავნა. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.