უფასო სკრინინგის აქცია 

18:42, 11.09.2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. ჩატარდა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასება, ასევე ტესტირება B და C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სკრინინგი დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია. სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე მკურნალობის დაფინანსებას. აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი