ბათუმში, თამარის დასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია მიმდინარეობს. თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო კვლევებს აკეთებენ. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად დაესწრო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.