უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილებისთვის
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის პროგრამები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის პირველი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე დევნილ ბენეფიციარებს. კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.