უფასო სამედიცინო აქცია

18:30, 29.11.2025

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის კლინიკაში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს, სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სულ 500-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.

მსგავსი