სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში, საოკუპაციო ხაზისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარდა. ინიციატივა „გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკას ეკუთვნის. მოსახლეობას ექოსკოპისტის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობაც ჰქონდა. გამოკვლევების შემდეგ ყველა პაციენტი აღირიცხა და მათ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევები და ქირურგიული ოპერაციებიც ჩაუტარდებათ.