უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, 2025 წლის წინასწარ მონაცემებს კი 12.5 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, მეორეზე აზერბაიჯანი, მესამე ადგილს კი თურქეთი იკავებს. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობებში, უძრავ ქონებასა და ვაჭრობაში ჩაიდო.