თვითიზოლაციაში მყოფი და კოვიდინფიცირებული მოქალაქეები გადასატანი ყუთების საშუალებით აძლევენ ხმას

თვითიზოლაციაში მყოფი და კოვიდინფიცირებული მოქალაქეები გადასატანი ყუთების საშუალებით აძლევენ ხმას.

კოვიდპანდემიის გამო, თვითიზოლაციაში, საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო.

სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლის მომსახურების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური 127 კოვიდუბანი შექმნა. კოვიდუბნებში შეიქმნა სპეცუბნები, რომლებიც არანაკლებ 12 წევრისგან დაკომპლექტდა. სპეციალურ საარჩევნო უბანზე არის ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ სპეცსიებში 10 845 მოქალაქეა.

მოამბე

დატოვე კომენტარი