თურქმენეთის დელეგაციამ ანაკლიისა და ფოთის ნავსადგურები მოინახულა

15:23, 01.04.2026

თურქმენეთის დელეგაციამ ანაკლიისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის ტერმინალის მუშაობა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო პროცესი.

თურქმენეთი საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული.

მსგავსი