თურქეთში გადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ, თუმცა, ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგებს მაინც ელოდებიან. საქართველოს ელჩის განცხადებით, განმეორებითი კვლევების შემდეგ თუ ვირუსის ნიშნები არ გამოვლინდა, შესაძლოა, კარანტინის ვადა შემცირდეს.

თვითმფრინავი უხანიდან ანკარაში პირველ თებერვალს ჩაფრინდა, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ისინი ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულნი.