ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პოსტკრიზისული გეგმა

 იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც საქართველო უსაფრთხო დერეფნებს მოაწყობს და ტურისტებს მიიღებს, დიდი ალბათობით პირველი ისრაელი, ავსტრია, საბერძნეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება. უკვე ხვალიდან ელჩები სპეციალური ინსტრუქციების გაცნობას დაიწყებენ, თუ როგორ აპირებს საქართველო საზღვრების გახსნის შემდეგ უცხოელი ვიზიტორების მიღებას და მოსალოდნელი რისკების მინიმუმამდე შემცირებას.

პრემიერმა ტურისტულ სექტორს დღეს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ახალ კორონავირუსთან ეფექტიანად მებრძოლი ქვეყნის სტატუსი ამავე ვირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის აღდგენის პროცესში საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. კახეთში ჩასული მთავრობის მეთაური ფერმერებსაც შეხვდა.