ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში წლის განმავლობაში ჩატარებული მარკეტინგული კამპანიის შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოუები“ მოეწყო. საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში ათი ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოუებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.

ფრანგული ტურისტული კომპანიების თანამშრომლები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ.