ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი

საქართველოში დასაქმებული მზარეულები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს გაივლიან. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში, ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ. სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას. კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center-ის ოფიციალური სერტიფიკატი.