ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მომავალი წლის სტრატეგია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლის სტრატეგიას ქუთაისში, კერძო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს აცნობს. სასტუმრო „ბაგრატში“ კონფერენცია მიმდინარეობს. მისი მიზანი საქმიანი ტურიზმის შესახებ იმერეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლებაა.

შეხვედრას საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციებისა და იმერეთის რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლები ესწრებიან. ხვალ კი ღონისძიების გამართვა წყალტუბოში იგეგემება.