ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია

12:33, 05.11.2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 12 მსხვილ ტურისტულ კომპანიას მასპინძლობს. შეხვედრა გაიმართა ქართველ ტუროპერატორებთან. ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ზამთრის ტურისტულ სეზონზე ტურისტული პაკეტების შეთავაზებაზე. სტუმრები ვიზიტის ფარგლებში კახეთში, კონკრეტულად კი წინანდალში, თელავში, სიღნაღსა და ლოპოტაზე იმყოფებოდნენ.

მსგავსი