ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია

15:23, 14.10.2026

ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა. 300-მდე ცენტრალურ ადგილზე განთავსებულ ბანერებზე გამოსახულია სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა. გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა. საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა. ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი