ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, მარკეტინგულ კამპანიას მართავს. პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრებოდა.
ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს გაეცნენ. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს შეხვდნენ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.