ტურიზმის ადმინისტრაციამ ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა. მარიამ ქვრივიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო და მათთან ერთად გუდაური-კობის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროთი იმგზავრა. გუდაურამდე ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები, ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გასაცნობად ჩამოვიდნენ. საქართველოს შესახებ მომზადებულ სატელევიზო სიუჟეტებსა და სტატიებს კი ასი ათასობით ბულგარელი მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.