ტურიზმის ადმინისტრაცია დუბაის ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია დუბაიში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ATM Dubai 2026-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია მიმდინარეობს, გაიმართა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ორგანიზაციებთან, ტუროპერატორებთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. გაიმართა როუდშოუები, რომელთა მიზანია საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.